გოგი თოფაძის 4 პუნქტიანი შენიშვნა პრეზიდენტს
საქართველო, თბილისი - 16:57 | 09.02.2016 ნანახია: 1978
ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარეს გოგი თოფაძეს საქართველოს პრეზიდენტთან 4 შენიშვნა აქვს. ამასთან დაკავშირებით დეპუტამა დღეს ,,კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.
„ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირები ბევრად მკაცრ კრიტიკას იტანენ, იმიტომ რომ ეს დემოკრატიის ნაწილია. მე ერთი სიტყვა, სამედიცინო ტერმინი შემეშალა, მაგრამ სანამ გამოვიდოდი, უკვე იყო ისეთი განწყობა, რომ, რაც უნდა მეთქვა იმ დღეს, უარყოფითად იქნებოდა აღქმული. მე პრეზიდენტს 4 შენიშვნა მივეცი:
- ქართველი კაცის საუკეთესო თვისებაა მადლიერების გრძნობა. ის, რომ დღეს პრეზიდენტია, იმის დამსახურებაა, რომ მას კოალიციამ დაუჭირა მხარი, ის კი არჩევიდან ერთ თვეში ოპოზიციაში გადავიდა.
- შენიშვნა მივეცი მას იმის გამო, რომ გადავიდა იმ სასახლეში, რომელზეც წინასწარ იძახდა, რომ არ გადავიდოდა, რადგან მისი შენახვა ბიუჯეტს მილიონები უჯდებოდა. ამ განცხადების შემდეგ ის იქ არ უნდა შესულიყო.
- ძალიან არ მომეწონა და ჩვენი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა იმან, რომ ერთი ქვეყნის 2 ხელმძღვანელი პირი ვერ თანხმდებოდა, ვინ წავიდოდა საზღვარგარეთ ამა თუ იმ ფორუმზე. ეს აქ უნდა გადაწყვეტილიყო. პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და აქ უნდა მოელაპარაკათ და არა იქ, სადაც ყველამ დაინახა, რომ საქართველოში რაღაც არეულობაა. ეს მე პრეზიდენტს დავაბრალე, იმიტომ რომ მას უნდა გადაედგაპირველი ნაბიჯები, რომ შეთანხმებულიყვნენ, იმის მაგივრად, რომ კონფრონტაცია დაეწყოთ ქვეყნის საზიანოდ.
- რაც არ უნდა მეთქვა მე იმ დღეს, იმ 15 წუთში ეს უარყოფითად იქნებოდა აღქმული. აჟიტირება იმაზე, რომ მე ერთი სამედიცინო ტერმინი შემეშალა, არ უნდა ყოფილიყო. მე მისი ნაშრომი 2 დღით ადრე მომიტანეს. რომ მცოდნოდა, მას ასე უყვარდა ქართველი ხალხი, ამაზე მის არჩევამდე ვილაპარაკებდი. „დაუნი“ და „დებილი“,- ამაზე იყო აგორებული მთელი თქვენი კამპანია. ზოგი არხი ახმოვანებს ისე, თითქოს მე ბოდიში პრეზიდენტს მოვუხადე. ასე არ იყო, მე ბოდიში მოვუხადე იმ ხალხს, ვის წინაშეც შემეშალა. ვთხოვ პრეზიდენტს, რომ მან თავის „მეცნიერულ ნაშრომში“ ბოდიში მოუხადოს ხალხს. მე ბოდიში მოვუხადე იმ ოჯახებს, იმ ავადმყოფებს, ვისაც ჩემი ნათქვამი შეეხო. ისე, უნდა გითხრათ, რომ დაუნი უფრო მსუბუქი დაავადებაა, ვიდრე დებილობა“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















