დღეს რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას - თაკო ჩარკვიანი

საქართველო, თბილისი - 13:52 | 01.11.2021
ნანახია: 461

დღეს რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რუსეთის მიერ დევნილი, ცოცხალი სჭირდება ქვეყანას, - განუცხადა ჟურნალისტებს "კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

„ძალიან რთული პროცესია. მან უდიდესი საქმე გააკეთა ამ პოლიტიკური აქტით. მისი ჩამოსვლა იყო ბრწყინვალე, მასშტაბური პოლიტიკური აქტი. ამაზე მინდა ვესაუბრო, შემდეგ სტრატეგიაზე. როგორც ლიდერმა, თავად იცის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ახლა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია  ბრძოლისთვის, რომელიც ახლა იწყება. მგონია, რომ თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ერთად უნდა ვიყოთ ყველა, ეს არის რუსეთ საქართველოს ომი. დღეს რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რუსეთის მიერ დევნილი, ცოცხალი სჭირდება ქვეყანას. პირველად მივცემ ჩემს თავს უფლებას. ამ ხნის განმავლობაში არ მიმიცია ჩემი თვისთვის ამის უფლება, რადგან ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ დღეს ის ცოცხალი სჭირდება ქვეყანას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე