პრეზიდენტმა მისი წონის უკვე 10% დაიკლო, რაც საკმაოდ საშიშია - სააკაშვილის ექიმი

საქართველო, თბილისი - 12:26 | 04.11.2021
ნანახია: 428

პრეზიდენტმა დაიკლო უკვე 10% მისი წონის, რაც საკმაოდ საშიშია, - განაცხადა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი ინფორმაციით, მომდევნო კონსილიუმს პარასკევს, მოიწვევენ.

"გადავწყვიტეთ, რომ ჩავნიშნოთ შემდეგი კონსილიუმი პარასკევს. შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო უკვე 10% მისი წონის, რაც საკმაოდ საშიშია". – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 35-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე