7 ნოემბერი იყო საქართველოს გადატრიალების მცდელობა, რომელსაც გაეცა კონკრეტული პასუხი - გიორგი ჩალაძე

საქართველო, თბილისი - 17:34 | 07.11.2021
ნანახია: 674

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ჩალაძის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი იყო რუსეთის მიერ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა, რომელსაც კონკრეტული პასუხი გაეცა.

„მგონი, 7 ნოემბერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და დამთავრდა კომპლექსებით ცხოვრების დრო. 7 ნოემბერი იყო საქართველოს გადატრიალების მცდელობა, რომელსაც გაეცა კონკრეტული პასუხი, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ვინმეს მემკვიდრეობის უნდა რცხვენოდეს და ვინმეს უნდა ჰქონდეს 7 ნოემბრის კომპლექსი. მორჩა რუსეთთან ენის მოჩლექვით საუბარი, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. 7 ნოემბერს იყო მცდელობა სახელმწიფოს გადატრიალების და თუ კი ვინმეს ჰგონია, რომ მე ან ვინმე საღად მოაზროვნე ამას კომპლექსად აღიქვამს, ძალიან ცდება. კომპლექსები უნდა მოიშოროს ყველამ და დაიწყოს ლუსტრაციის ის პროცესი, რაც დიდი ხანია, უნდა დაწყებულიყო, ახლა სპეკულირება 7 ნოემბრით და ვითომ სენსიტიური თარიღებით, არის ბეცობა, სხვა არაფერი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე