სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს - სახალხო დამცველის წარმომადგენელი

საქართველო, თბილისი - 22:18 | 08.11.2021
ნანახია: 375

ომბუდსმენის წარმომადგენლის, მიხეილ ღონღაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. მისი თქმით, მიმდინარეობს საქმის წარმოება.

ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული, გლდანში მიყვანისას კი ის სასწრაფოს მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა გადმოსვლა ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან ძალის გამოყენებით," - ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე