ნიკაკოის მომავლის მუსიკა და „ვოლვო ქარ საქართველოს“ დამუხტვადი ჰიბრიდი
საქართველო, თბილისი - 17:53 | 09.11.2021 ნანახია: 1585
„ვოლვო ქარ საქართველომ“, არტისტ ნიკა მაჩაიძესთან ერთად, ახალი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო. მთავარი მიზანი დამუხტვადი ორძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილების საზოგადოებისთვის წარდგენა და ბრენდის გლობალური ტრენდის გაგრძელება - ანუ ადგილობრივ მომხმარებელთან მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიის შესახებ საუბარია.
საქართველოში „ვოლვოს“ კამპანია თიზერ ვიდეოთი დაიწყო, რომელსაც სოციალურ მედიაში საკმაოდ აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. სპეციალურად ამ კამპანიისთვის, არტისტმა ნიკა მაჩაიძემ ანიმაცია შექმნა.
კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე აქტივობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება მიიქციონ და არა მხოლოდ მაყურებლის როლში. მნიშვნელოვანი იქნება მათი ჩართულობა და ინტერაქცია.
„ვოლვოს“ საკომუნიკაციო კამპანიის კულმინაცია ნიკა მაჩაიძის ანიმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლია, რომელიც თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო გამოცდილებას ქმნის.
თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.
„ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გაგა კოხრეიძე ამბობს, რომ ამ კამპანიის მიზანი მომხმარებლებისთვის პრემიუმ კლასის დამუხტვადი ჰიბრიდების წარდგენა და ბრენდის გლობალური საკომუნიკაციო ტენდენციების საქართველოში გადმოტანაა - სურთ, სამიზნე სეგმენტამდე მიიტანონ მთავარი სათქმელი - რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი გარემო და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რაშიც „ვოლვოს“ ამ მოდელების შეძენით, თითოეულ მათგანს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
გაგა კოხრეიძე: „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს, საქართველოს ბაზრისთვის, ახალ დამუხტვად ჰიბრიდებს სთავაზობს, რომლებიდანაც სრულ ელექტრომობილამდე, ერთი საფეხურია. მართალია, დაახლოებით, ორი წელია, ეს ავტომობილები შემოგვყავს, თუმცა, ოფიციალური წარდგენა არ გვქონია. ამიტომ, გადავწყვიტეთ ისინი საზოგადოებისთვის გაგვეცნო.
კალკულაციაც კი გავაკეთეთ, რა მოცულობის CO-ს დაზოგავს, თუ მომხმარებელი, აირჩევს „ვოლვოს“ ფლაგ ინ ჰიბრიდს და არა შიდა წვის ძრავიან მოდელს. გლობალურ ბაზარზე, „ვოლვოს“ აქვს ამბიცია - 2025 წელს, ყველა გაყიდული ავტომობილიდან, 50% იყოს ელექტრო და მეორე 50% - დამუხტვადი ჰიბრიდი. 2030 წლისთვის კი სურს, რომ მის სრულ სამოდელო რიგს ელექტრომობილები შეადგენდნენ.
ბრენდის გლობალური საკომუნიკაციო კამპანია სრულად მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიაზეა გადართული.
ჩვენც გადავწყვიტეთ, ეს ტენდენცია გავაგრძელოთ და ფლაგ ინ ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებს შევუწყოთ ხელი. სწორედ ამ მიზანს და „ვოლვოს“ გლობალური კომუნიკაციის ადგილობრივ ბაზარზე გაგრძელებას ემსახურება ჩვენი ახალი კამპანია“.
კამპანიის იდეა და თემა მიმზიდველი აღმოჩნდა თავად ნიკა მაჩაიძისთვის. ამბობს, რომ მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ეს კოლაბორაცია ახალი და საინტერესო იყო. ანიმაციაც და ზოგადად, ვიდეოც, რომელიმე ბრენდის კამპანიაზე მეტად, არტისტის შექმნილ დამოუკიდებელ ნამუშევარს უფრო მოგაგონებთ. „ვოლვოს“ სპეციფიკაც ეს არის - მისი კომუნიკაცია ყოველთვის ბუნებრივია და პირველ ადგილზე ხელოვანი და მისი შემოქმედებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ აქ საუბარია დამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებზე. ეს რომ მხოლოდ საწვავზე მომუშავე მანქანა ყოფილიყო, არ ჩავერთვებოდი კამპანიაში. გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მუშაობა, როცა მუსიკა და გამოსახულება სხვა ჩარჩოში იყო მოცემული.
კომფორტული იყო უშუალოდ პროცესიც, - შეზღუდული არაფერში ვიყავი. მშვიდად ვმუშაობდი ჯერ მარტო, როდესაც ანიმაციას ვქმნიდი და შემდეგ უკვე იმ გუნდთან ერთად, ვინც ვიდეო გადაიღო, - ვფიქრობ კოლაბორაცია შედგა.“, - ამბობს ნიკა მაჩაიძე.
მთავარი პერსონაჟი და მთავარი არტისტი, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ შეურჩევიათ. ნიკა მაჩაიძე, როგორც ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში, კამპანიის იდეასა და მთავარ სათქმელთან ასოცირდება. თიზერის გამოჩენისთანავე სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ, რომ ვიდეო ელექტრომობილებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. როგორც „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ბრენდი სწორ გზას მიჰყვება.
სპეციალურად ამ კამპანიისთვის, ნიკა მაჩაიძემ ორი ახალი კომპოზიციაც შექმნა, რომელიც მალე Spotify-ზე განთავსება და ვინც „ვოლვოს“ ახალ დამუხტვად ჰიბრიდს შეიძენს, პლატფორმის წევრობასაც მიიღებს საჩუქრად, რომ ამ მუსიკასაც ყველაზე ხშირად უსმინოს.
რუსუდან გრძელიძე „ვოლვოს“ კამპანიის დეტალებზე გვიყვება:
„ „ვოლვომ“ უკვე იცის, როგორი უნდა იყოს მისი წარმოება 2025 წელს, ნიკა მაჩაიძეს ვთხოვეთ, შეექმნა ანიმაცია, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ. შედეგად მივიღეთ ძალიან ფერადი ვიზუალები, სადაც „ვოლვოს“ ჰიბრიდი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს.
კამპანია უფრო მასშტაბური გახდება, - მაგალითად, გასაფერადებლებს, ეკო-მეგობრულ ფანქრებთან ერთად, საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებს გავუგზავნით და შევთავაზებთ, თავიანთი წარმოდგენით გააფერადონ, როგორი იქნება თბილისი 2025 წელს. იგივე ვიზუალი გავრცელდება სოციალურ მედიაში, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს გზავნილი, რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილებით გადაადგილება.“
რა მოლოდინები გაქვთ ამ კამპანიასთან დაკავშირებით?
რუსუდან გრძელიძე: „ეს კამპანია არის კონკრეტული სეგმენტისთვის: მათთვის, ვინც ირჩევს „ვოლვოს“, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა.
კამპანიის ვიდეოზე „სტოქტონმა“ იმუშავა. კოკა გოგოხია - „სტოქტონის“ დამფუძნებელი:
„ვოლვოსთან თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე მათი სამუშაო მიდგომების გამო, რაც გულისხმობს მაქსიმალურ ნდობას და შემოქმედებით თავისუფლებას. სწორედ ამ გარემოებების წყალობით, გაჩნდა იდეა, სტანდარტული კოლაბორაციული ვიდეოს მაგივრად, ეს თანამშრომლობა გვექცია თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო გამოცდილებად. იდეის ავტორი კლიპის რეჟისორი გიორგი ზათიაშვილია და მასვე ეკუთვნის ამ საგამოფენო სივრცის ვიზუალური კონცეფციაც.
მსგავსი კამპანია ჩვენთვისაც პირველი იყო, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეს ვიდეო სრულიად განსხვავდება არა მხოლოდ ავტო-ინდუსტრიაში, არამედ მთლიანად სარეკლამო ბაზარზე არსებული სტანდარტისგან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ეს პროექტი ცალსახად ყველაზე გამორჩეულია მთელი ჩვენი გუნდისთვის.“
„ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანია სტრიტ არტით დასრულდება, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსდება. კედელზე იგივე ანიმაცია და თბილისის ღირსშესანიშნაობები გადავა, რაც ნიკა მაჩაიძემ შექმნა.
პოლიტიკა
- სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, მოუწევს„ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა - გრიგოლ გეგელია
- წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას - აშშ-ის საელჩო
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
- ლუკა კურტანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც, ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს - ანდრო ჭიჭინაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
- ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი — Lamborghini-ს ცენტრი საქართველოს საავტომობილო რუკაზე
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა
- „თეგეტა ჰოლდინგმა“ Toyota Tsusho Corporation-ისა და Toyota Caucasus-ის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება