შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკრაინის რადა-ს დეპუტატები ესტუმრნენ

საქართველო, თბილისი - 15:04 | 10.02.2016
ნანახია: 2448

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უკრაინის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ანდრიაშვილმა უმასპინძლა.  დელეგაციას უკრაინის რადა-ს დეპუტატი ვიტალი კუპრი ხელმძღვანელობდა.

უკრაინის დელეგაციის წევრებმა მომსახურების სააგენტოს რუსთავის სამმართველო დაათვალიერეს და სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ლევან ანდრიაშვილი სტუმრებს  განხორციელებული და დაგეგმილი ინვაციური პროექტების შესახებ ესაუბრა.

რადა-ს დეპუტატები მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დაესწრნენ. დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კუპრიმ მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის იმიტირებული გამოცდა გაიარა. სტუმრები სახელმწიფო სანომრე ნიშნების ბეჭდვის პროცესსაც დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე