ევროპა თავად არის დამნაშავე, რომ მისკენ ასი ათასობით მიგრანტი მიემართება - პუტინი
საქართველო, თბილისი - 15:38 | 14.11.2021 ნანახია: 1005
ევროპის ქვეყნებმა თავად შექმნეს პირობები იმისათვის, რომ მიგრანტები ნაკადი მათ საზღვრებთან შეკრებილიყო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ საუბრისას.
„ისინი თავად არიან დამნაშავეები. მე ვთქვი რატომაც: პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. თავად შექმნეს პირობები იმისათვის, რომ ათასობით და ასობით ათასი ადამიანი იქით წასულიყო. ახლა კი ეძებენ დამნაშავეებს, რათა მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა მოიხსნან“, - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ტელეარხ „როსია 1“-ის გადაცემაში. ამასთან, მან გაკვირვება გამოთქვა „აეროფლოტის“ მიმართ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.
„რა შუაშია აქ ჩვენი „აეროფლოტი“? ერთმა თვითმფრინავმა მაინც გადაიყვანა ვინმე? (მიგრანტები ბელარუსში). აზრზე არ ვარ, მაგრამ ალბათ, ვიღაცამ შეძლო რომელიმე თვითმფრინავით სარგებლობა და მესამე ქვეყნის მეშვეობით გადასვლა. და ჩვენ აქ რა შუაში ვართ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის პასუხიმსგებლობის თავიდან არიდება იმ მოვლენებზე, რაც დღეს მიმდინარეობს“, - აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირში განაცხადეს, რომ სანცქიები, რომლის შემოღებასაც მიგრაციული კრიზისის გამო მომავალი კვირიდან გეგმავენ, რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტსაც“ დაუწესდება.
8 ნოემბერს, მიგრანტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ბელარუს-პოლონეთის საზღვარს მიაწყდა. გარკეულმა ჯგუფებმა პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. ამჟამად, საზღვართან 2 ათასამდე ლტოლვილი იმყოფება და ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევას ცდილობს. მათ პოლონეთის საზღვრის პირას გაშალეს კარვები და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















