გზის გადაკეტვა კიდევ ცოტაა. სააკაშვილი რომ ვიყო, მხარდამჭერებს მეტის გაკეთებისკენ მოვუწოდებდი - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 13:14 | 15.11.2021
ნანახია: 403

გზის გადაკეტვა კიდევ ცოტაა. მიხეილ სააკაშვილი რომ ვიყო, საკუთარ მხარდამჭერებს მეტის გაკეთებისკენ მოვუწოდებდი, - განაცხადა გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, საპროტესტო აქციით იმის ჩვენება ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და გარეთ აქვს ძალა, შეარყიოს ან აჯანჯღაროს „ქართული ოცნება“.

მისივე თქმით, ლიდერის გასათავისუფლებლად ოპოზიცის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება სრულიად ბუნებრივია.

„ოპოზიცის მიერ ასეთი დამოკიდებულება სრულიად ბუნებრივია საკუთარი ლიდერის გასათავისუფლებლად. თუ მიზანია ვითარების დაძაბვა, ჩემი აზრით, გზის გადაკეტვა კიდევ ცოტაა. მიხეილ სააკაშვილი რომ ვიყო, საკუთარ მხარდამჭერებს მეტის გაკეთებისკენ მოვუწოდებდი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე