ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასი რომ არ ღირს, არაუშავს? - მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანზე

საქართველო, თბილისი - 21:28 | 03.12.2021
ნანახია: 572

"ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს," - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე. სააკაშვილის მიმართვა მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვრცელდება. თე წულუკიანმა დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში საუბრისას მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ გალიაში მჯდომი ბელადი, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს,

დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ "რედ ბულამდე" დავიდა, ეტყობა "რედ ბული" განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასი რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ექს-პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ხარჯების დიდი ნაწილი სანდრა რულოვსს ეკუთვნოდა. "ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია, მას რატომ არ ასამართლებენ? ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ ამ ქვეყანაში შემოიტანა 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში", - თქვა სააკაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე