ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, თითქოს უკეთესად იყო გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა უკან მიდის - გიული ალასანია
საქართველო, თბილისი - 19:11 | 05.12.2021 ნანახია: 941
ყველაფერი, რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს, - განუცხადა გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს.
მან ჰოსპიტალში შესვლამდე თქვა, რომ მისი დაკვირვებით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღე უკეთ იყო, მაგრამ ნელნელა მისი მდგომარეობა უარესდება.
„შენიშვნები მაქვს, მოგეხსენებათ, რომ ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, ეს ყველამ იცით. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ ნდობა არ მაქვს. აქ რომ გადმოიყვანეს, რამდენიმე დღე თითქოს უკეთესად იყო გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ვატყობ, ნელ-ნელა უკან მიდის, აშკარად. ექიმი არ ვარ, ანალიზებს არ გავცნობივარ, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი.
იქამდე არაფერს არ იღებდა და ახლა არ ვარ დარწმუნებული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ჩვეულებრივი ნერვიულობა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არის მედიკამენტოზური, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიღება არ ვიცი. ჩამონათვალი, რაც ოფიციალურად არის დადასტურებული, მე არ მნახავს. კოვიდი გადაიტანა, სუსტი რაღაც ჰქონდა. კოვიდის შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ რომ გაისინჯა, იქ რაღაც დაუნიშნეს, მაგრამ კარგად გრძნობდა თავს. ხშირად ვიყავი კიევში და ვხედავდი აქტიურ ადამიანს, ახლა სულ სხვა სურათია. კითხვის ნიშნები მიჩნდება, არაფრის გარანტია არ მაქვს. ექიმების მიმართ კი არ მაქვს ნდობაზე საუბარი, ექიმები შეიძლება ძალიანაც კარგი არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი და უკაცრავად, არ მაქვს ნდობა“,- განაცხადა გიული ალასანიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















