იან კელი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 17:14 | 06.12.2021
ნანახია: 355

იან კელის განცხადებები ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება და ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობა, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის შესახებ საუბრისას.

მდინარაძის მტკიცებით, კელის განცხადებები არაობიექტურია.

"იან კელის განცხადებები ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება და ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას. არ მგონია ნაცმოძრაობის პოზიციის ასეთი აშკარა მხარდაჭერა, ასეთი უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში თუნდაც ერთ ადამიანს, თუნდაც სუბიექტურად მოფიქრალს და მოაზროვნეს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას ან ერთ ფრაზას მაინც ობიექტურად აკეთებს", - ამბობს მდინარაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე