"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 23:28 | 06.12.2021
ნანახია: 446

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს.

მისი თქმით, როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობაში" არის მცდელობა, რომ ეს ტვირთი მოიცილონ.

ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ალბათ, ეს არის მცდელობა, რომ ეს ტვირთი შეიმსუბუქონ თუ მოიცილონ. როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ამ ტვირთის მოცილების პროცესი იწყება", - განაცხადა "პირველი არხის" ცნობით შალვა პაპუაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე