ნატო-მ ოფიციალურად უარი თქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები - რუსეთის საგარეო უწყება

საქართველო, თბილისი - 23:07 | 10.12.2021
ნანახია: 508

რუსეთი მოითხოვს, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ოფიციალურად უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ნატომ ოფიციალურად უარი თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ "უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები", რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას - "არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "უსაფრთხოების პრინციპის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს სერიოზულ და გრძელვადიან სამართლებრივ გარანტიებს, რაც გამორიცხავს ნატოს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და საფრთხის შემცველი იარაღის განლაგებას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს".





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე