ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება - დავით ზალკალიანი
საქართველო, თბილისი - 18:41 | 11.12.2021 ნანახია: 524
მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რადგანაც ნატო უნიკალური ორგანიზაციაა და არცერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გაფართოებასთან დაკავშირებით ნატოს გადაწყვეტილებაში ჩაერიოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნათელია, რომ ბუქარესტის სამიტის მიერ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, არ გადაისინჯება.
"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი ნატოელი პარტნიორები. ის, რომ, ყველა ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის ნატოსკენ და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის ნატოს კარი ღიაა, ეს არის ნატოსა და ამ შემთხვევაში, საქართველოს გადასაწყვეტი.
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არაერთხელ იყო განმეორებული სხვადასხვა უმაღლესი სამიტის გადაწყვეტილებებში და 2008 წლის შემდეგ, თითქმის, ყველა სამიტზეა ამის შესახებ საუბარი. მათ შორის, ბოლო 2021 წლის სამიტის დეკლარაციაში ძალიან მკაფიოდ არის განმეორებული ის, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის, ჰელსინკის დეკლარაციით, მათ შორის, პარიზის გადაწყვეტილებით და ყველა დიდ საერთაშორისო შეთანხმებებში ამის შესახებაა საუბარი. ასე რომ, ნატოს გადაწყვეტილება შეუქცევადია და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ნატოსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის", - განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოს მოსთხოვა, "ოფიციალურად უარი თქვას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე" უკრაინისა და საქართველოს მომავალი წევრობის შესაძლებლობის შესახებ.
რუსეთის განცხადებით პასუხად, ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი თავის პოზიციას არ შეცვლის და ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი კურსი, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. თბილისი მოსკოვის მოწოდებას მიუღებელს უწოდებს.
2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსის ქვეყნები მიესალმებიან უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებებს წევრობისკენ.
"დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები შეუერთდებიან ნატოს", - ნათქვამია ბუქარესტის სამიტის განცხადებაში.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















