ხელისუფლება არის უზურპირებული ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 00:06 | 13.12.2021
ნანახია: 436

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე უზურპირებულია. ამის შესახებ მარგველაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

"როდესაც შენ არჩევნებს არ ატარებ სამართლიანად, გაქვს ამდენი დარღვევა და პლუს კიდევ ამ რეზულტატს არ იღებს მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ ხელისუფლება არის უზურპირებული ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე...

სახელმწიფო გადატრიალებას ამას ვერ დავარქმევდი თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სტატუს-კვო არ შეცვლილა. სახელმწიფო გადატრიალება ჩვეულებრივი სტატუს-კვოს შეცვლაა... გადატრიალება, თავისთავად გულისხმობს ერთი ხელისუფლების მეორე ხელისუფლებით შეცვლას... აქ არის მიტაცებული არჩევნები, რომელიც არ აძლევს ახალ ძალას არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის - ამბობს მარგველაშვილი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე