არანაირი შერიგების მიზანი ოპოზიციას არ გააჩნია, მათ სურთ ერთი რამ - მიხეილ სააკაშვილის დახსნა მართლმსაჯულებისგან - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 16:13 | 14.12.2021 ნანახია: 596
"ოპოზიციას სურს ერთი რამ - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დახსნა მისი მართლმსაჯულებიდან, ეს არის მიზანი. არანაირი შერიგების და პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის, საქმეზე ლაპარაკის მიზანი ამ ხალხს არ გააჩნია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ პროაქტიულ და პოზიტიურ რეჟიმზე გადავიდეთ და ეს მცდელობა წარუმატებელი არ დარჩება, ამის გარანტიას ვაძლევ ყველას", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ შერიგების იდეაზე ისაუბრა.
"მავანთ სურთ, დაიხატოს ისეთი სურათი, რომ ისინი შერიგების ასეთი დიდსულოვანი და კეთილშობილური იდეით გამოვიდნენ და ჩვენ, ცუდები, რომლებსაც არც შენდობის და არც პატიების უნარი არ გაგვაჩნია, ამაზე ვამბობთ უარს. ეს მესიჯი არის არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ გარე მოხმარებისთვისაც, რომ თითქოს, საქართველოში ოპოზიციამ, განსაკუთრებით, ისეთმა დიდსულოვანმა ხალხმა, როგორიც „ნაცმოძრაობაა", შესთავაზა „ქართულ ოცნებას" შერიგება და მიიღო უარი.
სინამდვილეში ხდება ერთი მარტივი რამ: ერთ დღეს რომ ღმერთი გაუწყრეთ და სიმართლე თქვან - ყველაფერი ვცადეთ, ყველაფერი ვიკადრეთ, ყველაფერი გაკადრეთ, რომ ეს ქვეყანა აგვეყირავებინა, მოგრეოდით, ვერ მოგერიეთ და ახლა ავაფრიალეთ თეთრი დროშები - ეს არის. მარტივი ამბავია, რომ ყველაფერი იკადრეს, რომ სიტუაცია არეულიყო თავისი ყოფილი პრეზიდენტის და დამნაშავის ქვეყანაში ჩამოსვლით, მაგრამ ამანაც ვერ იმოქმედა და ახლა, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ეს ხალხს არ აღაშფოთებს, რაც ხდება, რომ თითქოს მისი პატიმრობა არის უკანონო, მეტიც - პოლიტიკური, ეს არ არის საკმარისი ხალხის აღშფოთებისთვის და ახლა დაგნებდით და მოდი, შევრიგდეთ და გვაპატიეთ - ამ სიტყვასაც არ გამოვიყენებთ.
ვთავაზობ - ორი კვირა მაინც მოითმინონ, თუ მოხდება ისე, რომ მათი ტელევიზიები, თავადაც, ტყუილს არ იტყვიან, არაფერს დააბრალებენ. მათი ტელევიზიები ისე ფსკერზე ჩავიდნენ, რომ ვის რა ფეხსაცმელი აცვია, იმას დასდევენ და ოღონდ, იქაც იტყუებიან. ხომ ჩავიდნენ ფსკერზე და ფსკერიდანაც იტყუებიან. 1-2 კვირა აბა ცადოს ვინმემ, რომ არ მოიტყუოს, არ დააბრალოს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარემ ისაუბრა შარლ მიშელის შეთანხმებაზეც.
"ხომ არ გავიხსენებდით, რომ 100 დღის განმავლობაში, "ნაცმოძრაობამ" საერთოდ ხელი არ მოაწერა შეთანხმებას. იმასაც ხომ არ გაიხსენებდით, რომ ამ შეთანხმების თანახმად, გასულები ვიყავით, მაგრამ უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმა გავატარეთ, გარკვეული ცვლილებები მივიღეთ სასამართლოსთან დაკავშირებით. ნიკა სამხარაძეს დღეს რომ ვიღაცეები ხმაშეწყობილად აბრალებენ ტყუილების ლაპარაკს, ცოტა პოპულისტურად ხომ არ გეჩვენებათ თქვენი კანონპროექტები? ვითომ გაბრაზდნენ დღეს ოკუპაციის ხარისხზე. ერთხელ არ უხსენებიათ ამ რეზოლუციის ავტორებს, დღეს დავარეგისტრირეთო, ამბობდნენ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია ის, რაც რეზოლუციაში ჩაწერეს ახლა, მეორე რეზოლუციას დააინიცირებენ და ეს პოპულისტური სვლები უნდა იყოს დღის წესრიგის შემქმნელი. ერთხელ არ უხსენებიათ ამ წლების განმავლობაში, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია საქართველოს კურსის შესახებ. აქედან გამომდინარე, მოდით, ჯერ სახელი დავარქვათ ყველაფერს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენ მოცემულობაზე, ვინ და რამ უნდა შექმნას დღის წესრიგი, ტყუილმა თუ სიმართლემ, ვინ და რამ უნდა შექმნას დღის წესრიგი - სიკეთემ თუ ბოროტებამ, თავისი სახელის დარქმევამ ყველაფერზე თუ მოგონილი ნარატივით ცხოვრების მცდელობამ, არევამ და თუ არ გამოგივა, შემდეგ, დანებებამ და შერიგების დიადი მიზნის გაჟღერებამ. რამ უნდა შექმნას დღის წესრიგი? აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ როდესაც ვინმე საკუთარ თავზე მაღლა დადგება, იმ ხალხიდან, რომელიც ტყუილების ნარატივით ცდილობს ამ დღის წესრიგის შექმნას, რომელზეც მე ვსაუბრობდი და იტყვის სიმართლეს, პატიებას სთხოვს, მაგალითად, იმ ათი ათასზე მეტ ადამიანს, რომლებმაც ვითომ გაიღვიძეს და საკუთარი ქონების და ბიზნესის ჩუქება მოინდომეს სახელმწიფოზე, აი ისინი თუ აპატიებენ, მერე ჩვენც ვიფიქრებთ, ვაპატიოთ თუ არა და ე.წ. შევურიგდეთ თუ არა. და თუ ამას ვერ შეძლებენ და ვერ დადგებიან საკუთარ თავზე მაღლა და დანაშაულს დაარქმევენ სამშობლოს სიყვარულს, რასაც ახლა წინა დღეების განმავლობაში აკეთებს და აკეთებდა ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტი, ხაზს ვუსვამ ამას, მაშინ ეს ყველაფერი ხალხისთვისაც მარტივი და იოლი გასაგები იქნება, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი და არანაირი შერიგება. მათ უნდათ ერთი რამ - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დახსნა მისი მართლმსაჯულებიდან. ეს არის მიზანი. არანაირი შერიგების მიზანი და არანაირი პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის მიზანი და ამავე დროს, საქმეზე ლაპარაკის მიზანი ამ ხალხს არ გააჩნია, სამწუხაროდ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ პროაქტიულ და პოზიტიურ რეჟიმზე გადავიდეთ და ეს მცდელობა წარუმატებელი არ დარჩება, ამის გარანტიას ვაძლევ ყველას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















