საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დრო დადგა - კუბილიუსი

საქართველო, თბილისი - 23:31 | 14.12.2021
ნანახია: 399

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დრო დადგა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დაშოშმინება იწვევს მხოლოდ პუტინის უფრო მეტ მუქარას და შანტაჟს. საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და ახლა ისევ. კვლავ დაემორჩილება დასავლეთი პუტინის მუქარას? ამ ქვეყნების მომავალი არ შეიძლება მსხვერპლად იქნეს შეწირული! უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დროა!", - თქვა კუბილიუსმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე