როგორ შეიძლება შერიგებაზე საუბარი, როდესაც პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს მანიაკებს, ქურდებს, მკვლელებს, სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან - ლევან იოსელიანი

საქართველო, თბილისი - 12:26 | 15.12.2021
ნანახია: 337

როგორ შეიძლება შერიგებაზე საუბარი, როდესაც პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს მანიაკებს, ქურდებს, მკვლელებს, სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან, პარტიული შერიგებების არ მჯერა –  განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანებიც ცხოვრობენ და თუნდაც, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგება არ ნიშნავს, რომ ამით ყველა ბედნიერი იქნება.

„ასეთი სახის პოლიტიკურ პროცესს ძალიან ფართო ჩართულობა სჭირდება. ასეთი დიალოგის ფარგლებში შეიძლება, იყოს შეხების წერტილები გამონახული, სხვანაირად, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგებამ არ შეიძლება, შედეგი მოიტანოს“, – განაცხადა იოსელიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე