მოვუწოდებთ ევროკავშირს, აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა - ასოცირებული ტრიო
საქართველო, თბილისი - 12:15 | 16.12.2021 ნანახია: 562
ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ასოცირებული ტრიო მოუწოდებს ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს სახელმწიფოთ სუვერენულ არჩევანს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურები შევხვდით დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში და გავაკეთეთ შემდეგი განცხადება. ჩვენ მივესალმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას სახელწოდებით „აღდგენა, მედეგობა და რეფორმები“, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ბრიუსელში და მივიღეთ რა 2020 წლის შემდგომი მომავალი თაობის გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და პრიორიტეტები, ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას სტრატეგიული, ამბიციური და პერსპექტიული აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი, რომელიც ეფუძნება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ორმხრივ ინტერესებს, თანამფლობელობასა და ერთობლივ პასუხისმგებლობას. ჩვენ მივესალმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიერ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ფლაგმანურ ინიციატივებს პარტნიორი ქვეყნებისთვის.
ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ასოცირებული ტრიოს ინიციატივა, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი ხალხების ევროპულ არჩევანს, ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ იდენტობას და შექმნილია ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სტრატეგიული განვითარების ერთგული რჩება დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მზაობა, გავაძლიეროთ საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, მათ შორის გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და რეფორმებში წინსვლის მიზნით, რათა დავაკმაყოფილოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულ ღირებულებებს და მოწოდებულია მათი ხელშეწყობისთვის, შეუძლია განაცხადის შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საერთო ღირებულებების პატივისცემა და ასოცირების შეთანხმებების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით (DCFTA), ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მომავალ პროგრესულ განვითარებას. ასევე შევნიშნავთ, რომ ასოცირების შეთანხმებების, მათ შორის DCFTA-ის ეფექტური განხორციელება, საკანონმდებლო დაახლოების უფრო ფართო პროცესის ჩათვლით, ხელს შეუწყობს ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომ ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორც ამას ასოცირების შეთანხმებები ითვალისწინებს.
ჩვენ ვაღიარეთ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც მიზნად ისახავს კოორდინაციის გაზრდას საერთო ინტერესის საკითხებზე, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას, მათ შორის ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას ეხება.
ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ DCFTA-ის არაფორმალური მინისტერიალების პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასოცირებული ტრიო ელის ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, მწვანე და ციფრული გარდაქმნა, დაკავშირებადობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა.
ჩვენ გამოვხატეთ ინტერესი ტრიოს ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის ციფრულ ევროპასა და დაკავშირებული ევროპის ინსტრუმენტში მონაწილეობის, ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის როუმინგის გადასახადების შემცირების გზით.
ჩვენ მზად ვართ, ყველა ღონე გამოვიყენოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მათ შორის მაღალ დონეზე, რათა გავაძლიეროთ ევროპული ენერგოუსაფრთხოება გაზის ტრანსპორტირების არსებული მარშრუტების სრულად გამოყენებით, ევროკავშირის კანონმდებლობის სრულად დანერგვით, ელექტროქსელების სინქრონიზაციისა და ენერგიის როგორც ზეწოლის იარაღად გამოყენების პრევენციის გზით.
ჩვენ აღვნიშნეთ ევროკავშირსა და ტრიოს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობისა და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების საჭიროება, რაც მოიცავს საგზაო ტრანსპორტის ბაზრის ლიბერალიზაციას, სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აღპ-ს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მხარდაჭერით.
ჩვენ ვაღიარეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც დადგა 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტის შემდეგ, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა გამოწვევების ჩათვლით, პარტნიორმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განიხილონ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, ასოცირებული ტრიო ხაზს უსვამს, რომ მუდმივი დესტაბილიზაცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
გარდა ამისა, ასოცირებული ტრიო მიესალმება ევროკავშირის აქტიურ ძალისხმევას კონფლიქტების მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში.
„მოვუწოდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში მისი როლის გაძლიერებისკენ ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შემზღუდავი ზომების ჩათვლით. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირის ლიდერებს, განიხილონ ეს საკითხები ევროპული საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ანექსიის მცდელობები, მისი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ასევე მოუგვარებელი კონფლიქტი მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას.
ჩვენ კიდევ ერთხელ მკაცრად დავგმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა, მათ შორის კონფლიქტების წაქეზება და მხარდაჭერა დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების გამოყენება, რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, და არჩევნების ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და ხელახლა დავადასტურეთ ერთობლივი მზაობა, რომ ხელი შევუწყოთ ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული პრინციპების გატარებას. ჩვენ ველით ევროკავშირის სააგენტოებთან და მექანიზმებთან თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტსა და PESCO-ს პროექტებში მონაწილეობას. ჩვენ ასევე გამოვთქვით საერთო ინტერესი, რომ ევროკავშირთან დავიწყოთ დიალოგი უსაფრთხოების კომპასის ინიციატივის ფარგლებში.
ჩვენ ხელახლა დავადასტურეთ სრული მზაობა, რომ ვიმუშავებთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რასაც ჩვენი ხალხების მტკიცე ნება ამყარებს. ამ კონტექსტში, მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა", - აღნიშნულია ასოცირებული ტრიოს ერთობლივ განცხადებაში.ნის
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















