მომეწონა რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 21:27 | 16.12.2021
ნანახია: 387

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ორბელიანების სასახლეში პრეიდენტის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს სწორი გავნილები ჰქონდა.

"კონკრეტულ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა ქმედება სჭირდება. ვნახოთ, ფრთხილი მოლოდინი მაქვს. მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე მომეწონა რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო", - წერს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილის მიწვევით პოლიტიკური პარტიების საახალწო მიღება გაიმართა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე