სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე - თაკო ჩარკვიანი

საქართველო, თბილისი - 14:06 | 17.12.2021
ნანახია: 377

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე, თუ ის ამ ყველაფერს მოქმედებაში მოიყვანს, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა გაუჭირდება, - განაცხადა პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ამ პროცესში ის აქტიურად ჩაერთვება.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე, თუ ის ამ ყველაფერს მოქმედებაში მოიყვანს, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა გაუჭირდება, რადგან ირაკლი კობახიძის საშინელი განცხადება მოვისმინე. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ამ ადამიანებთან წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს, თუ ამ წინააღმდეგობას გადალახავს, მხოლოდ გამიხარდება. შეთანხმების პროცესის დაწყება უდაოდ მისასალმებელია, მაგრამ როგორ მოიყვანს მოქმედებაში, ეს იქნება მთავარი. ირაკლი კობახიძისგან სრულიად უიმედობა მოვისმინე. როცა პრეზიდენტი მის გუნდთან ახლოს მყოფი იწყებს პროცესს, შეგიძლია, საერთოდ არაფერი თქვა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გუშინ უმასპინძლა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე