საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 20:36 | 17.12.2021
ნანახია: 433

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

სტუმრებს შორის არის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

რა საკითხებზე ისაუბრებს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან, ჯერ უცნობია. ღონისძიება მედიისთვის დახურულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე