გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი ვილი ბრანდტი ამერიკული დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდა
საქართველო, თბილისი - 00:10 | 18.12.2021 ნანახია: 735
გერმანიის ყოფილი ბუნდესკანცლერი ვილი ბრანდტი ხელისუფლებაში მოსვლამდე ამერიკის სამხედრო დაზვერვაში (CIC) ინფორმატორად მუშაობდა და შესაბამის ანაზღაურებას იღებდა. ამის შესახებ ჟურნალი Der Spiegel ამერიკელი ისტორიკოსის ტომას ბოგჰარდტის მასალებზე დაყრდნობით იუწყება. პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ ბრანდტი 1948-1952 წლებში ამერიკელებს ჯილდოს სანაცვლოდ აწვდიდა ინფორმაციას გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის შესახებ.
მათ შორის, მომავალი კანცლერი CIC-ის ინფორმაციას აწვდიდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მმართველი ერთიანი სოციალისტური პარტიისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის (FDJ) საქმიანობის შესახებ. ასევე საქსონიის ქალაქ ბაუტცენში პოლიტიკური პატიმრების, ფაბრიკების, რკინიგზისა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში განლაგებული საბჭოთა ჯარების სატელეფონო აღჭურვილობის შესახებ.
ის იღებდა ამერიკელებისთვის საინტერესო ინფორმაციას, სავარაუდოდ, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღმოსავლეთ ბიუროდან, რომელსაც კავშირი ჰქინდა სოციალ-დემოკრატებთან საბჭოთა საოკუპაციო ზონაში და მოგვიანებით გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
როგორც Der Spiegel იუწყება, ისტორიკოს ბოგჰარდტს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა CIC-ის საიდუმლო მასალებს, სადაც ბრანდტი აღნიშნული იყო სარეგისტრაციო ნომრით - О-35-VIII. მომავალი კანცელრი ორასჯერ შეხვდა CIC-ის საკონტაქტო პირებს, რომლებიც მას აფასებდნენ, როგორც „ინფორმაციის საიმედო წყაროს“.
ამერიკის სამხედრო დაზვერვაში ბრანდტის რეპორტები გაქრა, მაგრამ ბოგჰარდტიმ იპოვა ე.წ. საკონტროლო ჩანაწრები, სადაც ნათქვამია, საიდან მომდინარეობდა ბრანდტის შეხვედრები საკონტაქტო პირებთან და რა თემაზე იყო საუბარი ამ შეხვედრებზე. ინფორმაციისთვის ბრანდტს თავიდან აძლევდნენ სიგარეტს, შაქარს და ყავას, რომლებიც შავ ბაზარზე ფულად ფასობდა. 1950 წლიდან ის CIC-გან იღებდა ყოველთვიურ ხელფასს 250 გერმანული მარკის ოდენობთ.
ვილი ბრანდტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პოსტს 1969-1974 წლებში იკავებდა. საბჭოთა კავშირთან წარმოებული გადატვირთვის პოლიტიკისთვის ბრანდტი 1974 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















