ღარიბაშვილის ანგარიშში არაფერი იყო ნათქვამი პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას - გიგი წერეთელი

საქართველო, თბილისი - 16:32 | 18.12.2021
ნანახია: 437

არაფერი არ იყო იმ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ყველას სადარდებელია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ის პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, - განაცხადა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ გიგი წერეთელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის პრეზენტაციის შესახებ.

"ჩვენ ვიცით ყველაფერი, არავის არაფერს ვეკითხებით, ვიცით როგორ გადავწყვიტოთ, ეს რა თქმა უნდა არ არის ის განცხადებები, რომლებიც სიმპატიებს იმსახურებს შენს მეგობრებში, შენს მხარდამჭერებში და უბრალოდ ემსახურება საკუთარი ამომრჩევლის, განსაკუთრებით, რადიკალური ფრთის კიდევ უფრო გაფრთიანებას," - განაცხადა გიგი წერეთელმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე