დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას - "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის მდგომარეობაზე
საქართველო, თბილისი - 21:23 | 18.12.2021 ნანახია: 650
ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა VI შემაჯამებელი დასკვნის ნაწილი.
დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მე - 3 პრეზიდენტს, ამჟამად პატიმრობაში მყოფს, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგად გახანგრძლივებული შიმშილობის შედეგად განუვითარდა შემდეგი დიაგნოზები:
1. Victims of torture and ill-treatment - Z 65.4 (წამების მსხვერპლი)
(ნეიროლეფსიურ სინდრომზე) –ICD თავი Y 40 – 59: სამკურნალწამლო საშუალებები, მედიკამენტები და ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენს არასასურველი რეაქციების მიზეზს მათი თერაპიული გამოყენების დროს: Y 49.5. სხვა ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებები (Other antipsychotics and neuroleptics).
2. Effects of hunger: T73.0. (შიმშილობის ეფექტი/შედეგი)
მწვავე პერიოდში:
• ვერნიკეს ენცეფალოპათია - E 51.2.;
• გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით 20 წთ - ის განმავლობაში - დაუდგენელი და სხვა კონვულსიები - R 56.8.
• დელირი, დემენციის ფონის გარეშე აღმოცენებული (მწვავე ორგანული ფსიქო - სინდრომი) – F 05.0.
• ჰიპოვოლემიური სინდრომი (გაუწყლოება პლაზმის ან უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება ჰიპოვოლემია (Dehydration Depletion of volume of plasma or extracellular fluid Hypovolaemia) – E 86.
• სითხის, ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის სხვა დარღვევები (Other disorders of fluid, electrolyte and acid-base balance) – E 87.8.
ამჟამადაც აღენიშნება:
• ვერნიკეს ენცეფალოპათია - E 51.2.;
• დაუზუსტებელი ცილოვან - ენერგეტიკული უკმარისობა Unspecified protein-energy malnutrition - E 46, პოლინეიროპათია კვებითი დეფიციტის დროს - (Polyneuropathy in nutritional deficiency (E40-E64†) ) – G 63.4.
• პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - F 43.1
• თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური (ასთენიური) აშლილობა - F 06.6.
მკურნალობა - რეაბილიტაცია:
ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად პაციენტს განუვითარდა თიამინის დეფიციტით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც იქნა დიაგნოსტირებული დაგვიანებით, არ მოხდა პრედიქტორების დიაგნოსტიკა და პრევენციული მიდგომა შიმშილობის შეწყვეტისა და დროული მკურნალობის მიზნით.
შემდგომში მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის არ გაგრძელდა თიამინის საჭირო დოზებით, 30/12/2021 წლიდან შეწყვეტილი იქნა ტაბლეტიზირებული ფორმით მიღებაც. შესაბამისად, განვითარდა მეორადად ცერებრო - ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. მდგომარეობა დაამძიმა და ურთიერთზემოქმედების ჯაჭვური მექანიზმი წარმოქმნა წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარებით.
შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია თიამინით მკურნალობის აღდგენა, მოცემულ დასკვნაში წარმოდგენილი დანიშნულებით (500 მგ. დღიური დოზა); ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციით, აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის განსაზღვრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის ამჟამად სიტუაცია ფსიქოთერაპიული ინტერევენციისათვის, ვიდეო - თვალთვალისა და შესაძლო მიყურადების ფონზე.
ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროა მკურნალობაში ფოლიუმის მჟავის 15 მგ. ჩართვა. ენდოკრონილოგისა და ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროებს დამატებით ჰორმონულ თუ სხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს. დამატებითი კვლევების საჭიროება ასევე ასახულია ნევროლოგებისა და ფსიქიატრების დასკვნაში: თავის ტვინის მრტ, ექსტრა და ტრანსკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევას დინამიკაში და ელექტრონეიროგრაფიულ კვლევას, ნეირო - ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.
ზოგადად, პაციენტი საჭიროებს ძირითადად მართვას ნევროლოგისა და ნეირო - რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით, აუცილებელია, მკურნალობა - რეაბილიტაციაში ჩართული იქნას მულტი - დისციპლინური გუნდი: ფსიქიატრის, ფსიქიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, ენდოკრიონოლოგის, ჰემატოლოგის, გასტრო - ენტეროლოგის და სხვა შესაძლო სპეციალისტების მონაწილეობით.
ამგვარად, პაციენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინდივიდუალური მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, აუცილებელია ნეირო - ფსიქოლოგიური მიმართულების კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის ჩატარება სტაციონარულ პირობებში. ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა - რეაბილიტაცია ვერ შეფასდება ეფექტურად. პაციენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოძიებული იქნას ალტერნატიული სამკურნალო - სარეაბილიტაციო დაწესებულება მისი მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისათვის. არაეფექტური მკურნალობა - რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას" ვკითხულობთ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
ექსპერტი - ნევროლოგი, პროფესორი /ოთარ თოიძე/
ექსპერტი - ნევროლოგი/ფსიქიტრი/ნარკოლოგი /თამარ ნიორაძე/
ექსპერტი ფსიქიატრი /გიორგი ბერულავა/
ექსპერტი ფსიქიატრი /მარიამ ჯიშკარიანი/
ექსპერტი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი /კახაბერ მიქაძე/
ექსპერტი ენდოკრინოლოგი, პროფესორი /ლალი ჯავაშვილი/
ექსპერტი ჰემატოლოგი, პროფესორი მარინე აბაშიძე/
ექსპერტი რეანიმატოლოგი /ლევან ბესელია/
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















