ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 21.12.2021
ნანახია: 474

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

სომეხი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 20 დეკემბერს ეწვია.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომის დაწყებამდე კი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე