ეს შიმშილობის აქცია არის თავად სააკაშვილის დაშინებით და მოთხოვნით წამოწყებული. როგორც ჩანს, ის სჯის თავის მომხრეებს - წულუკიანი
საქართველო, თბილისი - 15:15 | 22.12.2021 ნანახია: 619
ეს შიმშილობის აქცია არის თავად სააკაშვილის დაშინებით და მოთხოვნით წამოწყებული. როგორც ჩანს, ის სჯის თავის მომხრეებს, - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ენმ-ს მასობრივ საპროტესტო შიმშილობაზე.
"ჩვენ როგორც გვესმის და რასაც ვხედავთ, ეს შიმშილობის აქცია არის თავად სააკაშვილის დაშინებით და მოთხოვნით წამოწყებული. როგორც ჩანს, ის სჯის თავის მომხრეებს, თავის პარტიას, პოლიტიკოსები იქნებიან ისინი თუ გულმხურვალე, ასე ვთქვათ, მათი მხარდამჭერები. საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, არ ერიდება უკვე სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ამ ადამიანების იძულებას, რომ იცხოვრონ ილუზიასა და ვირტუალურ რეალობაში, მაგრამ არანაირი ამ ტიპის პროტესტი არ არის პერსპექტიული," - თქვა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო შიმშილობა დაიწყეს. პარტიის ოფისთან ათზე მეტია კარავია გაშლილი. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მასთან ერთად პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 300-ზე მეტი ადამიანი მიმართავს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















