ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში, კოკაინის მოხმარებაში, ბევრ აბსურდში, რაშიც თვითონ არიან გახლართულები - ქემოკლიძე

საქართველო, თბილისი - 16:09 | 23.12.2021
ნანახია: 392

„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში, კოკაინის მოხმარებაში, ჩვენი ქალი წარმომადგენლის მიერ კოკაინის გავრცელებაში, ბევრ აბსურდში, რაშიც თვითონ არიან გახლართულები",  აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე. მისი განმარტებით,

მისი განმარტებით, კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ყველა იმ შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ სხვის მაგალითებზე კი არ იყოს დამოკიდებული, თავად აძლევდეს მაგალითს, როგორ შეიძლება განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე.

"არანაირი გარიგება, არათუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ არავისთან არ არის. ძალიან მკაფიოდ, მათ შორის, ქმედებების დონეზე ვადასტურებთ, რომ არავისთან არ გვაქვს გარიგება. პირიქით, მუნიციპალიტეტებს სჭირდება სწორად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. ჩემი აზრით, ჩხოროწყუ ამის კარგი მაგალითია, კარგია თუ „ქართლი ოცნება“ ამას სხვაგანაც გაითვალისწინებს“,- განმარტავს ქემოკლიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე