აბაშის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 24.12.2021
ნანახია: 410

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა.

თანამდებობისა დატოვების მიზეზებზე საუბრისას, ლევან მაკალათიამ განაცხადა, რომ "უბრალოდ ამოწურა თავი".

როგორც ლევან მაკალათია აცხადებს, რჩება "ქართული ოცნების" წევრად და მხარდამჭერად.

"მიზეზი არაფერი, ამოვწურე უბრალოდ თავი, აბაშაში მუშაობა. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი. შემდეგ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ იყო რთული არჩევნები, "დავალაგეთ" საკრებულო, ავირჩიეთ კომისიები, მივიღეთ ბიუჯეტი და წამოვედი თანამდებობიდან", - ამბობს მაკალათია.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მაკალათიას პირველი მოადგილე შეასრულებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე