პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, პარლამენტს გიორგი ამილახვარი წარედგინება

საქართველო, თბილისი - 18:45 | 24.12.2021
ნანახია: 389

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, პარლამენტს გიორგი ამილახვარი წარედგინება, - ამის შესახებ „ქართული ცონების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც, განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი.

„პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა. გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად. ჩვენი აზრით ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე,  წარმატებას ვუსურვებ გიორგის“, - თქვა კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე