პუტინმა ზურაბიშვილსა და ზელენსკის ახალი წელი არ მიულოცა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 30.12.2021
ნანახია: 529

კრემლმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საახალწლო მილოცვები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მიმართ. ჩამონათვალში არ არიან საქართველოსა უკრაინის პრეზიდენტები.

პუტინმა ახალი წელი სულ 42 ქვეყნის ლიდერს მიულოცა. მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ჩინეთის ლიდერს სი ცზინპინს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუს, სომხეთის, აზერბაიჯანის სამხრეთ კორეის, ყაზახეთისა სხვა ქვეყნების ლიდერებს. აგრეთვე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტებს.

პუტინს ზურაბიშვილისა და ზელენსკისთვის ახალი წელი არც გასულ წელს მიულოცავს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე