საიდან მოდის ვალენტინობა - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალისტ წყვილს ჯვარი დაწერა
საქართველო, თბილისი - 13:29 | 14.02.2016 ნანახია: 12232
14 თებერვალს მსოფლიო ვალენტინის დღეს აღნიშნავს. ვალენტინობის დღის აღნიშვნა, სათავეს მეხუთე საუკუნის რომიდან იღებს. დღესდღეობით 14 თებერვალი, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, აღინიშნება მხოლოდ პროტესტანტულ ნაწილში, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. მართლმადიდებელ ეკლესიაში, წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით 6 ივლისი). კათოლიკური ეკლესია არ აღნიშნავს ამ დღეს ოფიციალურად, 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ.
შორეულ საუკუნეებში, რომის იმპერიასი ტარდებოდა წარმართული ფესტივალი, რომელიც მიძღვნილი იყო “მგზნებარე" სიყვარულის ქალღმერთ ჯუნო ფებრუატასადმი.ამ ზეიმის დროს ხალხი იწყებდა მოლხენას და ყველა ცდილობდა თავისი ვნებიანი მეწყვილის პოვნას.იგონებენ ახალ ღონისძიებებსაც, როგორიცაა “მის მონაზონი"-სილამაზის კონკურსი კათოლიკე მონაზონ ქალებს შორის.
შუა საუკუნეებში, საფრანგეთსა და ინგლისში, წმ. ვალენტინის ცხოვრებას თანდათან ბევრი ლეგენდა დაუკავშირდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, შორეულ წარსულში სასტიკმა იმპერატორმა, კლაუდიუსმა აიკვიატა, რომ უცოლშვილო კაცები უკეთ იბრძვიან და მამაკაცებს და ქალებს ქორწინება აუკრძალა. წმინდა ვალენტინი კი, ყველასგან მალულად, შეყვარებულებს ჯვარს სწერდა. ის უბრალო მღვდელი იყო,რომელმაც უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო. მისი სახელი ქალაქში გავრცელდა. ბოლოს ციხეში აღმოჩნდა, სადაც, სიკვდილით დასჯის მოლოდინში, ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ გოგონას ბარათი დაუწერა, რომელიც მოგვიანებით ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული. გადმოცემის თანახმად, მას თავადაც სჭირდა ეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა.
ოფიციალურად ვალენტინობის დღესასწაული 494 წელს დაინიშნა რომის ეპისკოპოსის გელასის დროს. თუ რატომ დადგინდა წმინდა ვალენტინის ხსენების დღედ 14 თებერვალი, ამის ორი ვერსია არსებობს:
პირველი წმინდანის მოწამეობრივად აღსრულების თარიღს უკავშირდება.
მეორე ვერსიით- როცა დასავლეთ ევროპის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის ხსენების დღედ 14 თებერვალი დააწესა, ამით სურდა, ქრისტიანული შინაარსით ჩაენაცვლებინა წარმართული დღესასწაულის-ლუპერკალების აღნიშვნა.
არსებობს ასევე ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა, რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო. ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















