დასავლეთი ეუბნება, რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა. ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს, გამოექანეთ რაშმორიდანო - ზურაბ ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 10:54 | 05.01.2022 ნანახია: 549"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც კობახიძეა პირველი ვინც დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობს ასეთი შინაარსისა და ტონალობის ტექსტით
"თვეებია რაც ეს ‘პატერნი’ ჩამოყალიბდა:
1. დასავლეთი აკრიტიკებს ოცნების რომელიმე კონკრეტულ ნაბიჯს რომლითაც ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას იგდებენ ხელში ან იმყარებენ უკვე არსებულ ძალაუფლებას, რითიც კიდევ უფრო ზრდიან პოლარიზაციას, კიდევ უფრო აშორებენ ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, კიდევ უფრო კლავენ განვითარების შანსებს და ა.შ. (ასე მოხდა უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ჩაბეტონების შემდეგ, სრულად პროპორციულ და 2%-იან ბარიერიან საარჩევნო სისტემაზე არ გადასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ძალაუფლების გაძლიერების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ)
2. დასავლეთის კრიტიკაზე ოცნების სინდისისგან (ნაწილი) და/ან ტვინისგან (ნაწილი) დაცლილი მოლაპარაკე თავები პასუხობენ რომ ა) ჩვენ დასავლელ მეგობრებს არ ესმით კარგად რა მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარეს მათ და რომ ეს რეფორმა იყო ერთადერთი სწორი და აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო ბ) დასავლეთის კრიტიკაში შეცდომებია (‘ტექნიკური ხასიათის’), რომლებიც იმით არის გამოწვეული რომ ჩვენი მეგობრები არ ფლობენ სრულად ინფორმაციას გ) დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა არასწორია და რომ ეს კონკრეტული ბიუროკრატების ბრალია (აშშ-ს ელჩს დაადეს პირდაპირ ხელი) დ) ასეთი კრიტიკის გამო დასავლეთი ნდობას კარგავს ‘ქართული საზოგადოების’ თვალში ე) იქით მიუთითებენ პრობლემებზე, მაგალითად 5 ივლისის სისხლიან დარბევაზე წამოსულ კრიტიკაზე ახლანდელმა პარლამენტის სპიკერმა უპასუხა თქვენც ხომ ვერ შეაჩერეთ BLM-ის აქციების დრო ქუჩაში ძალადობაო
3. ოცნების მხრიდან ასეთი პასუხი მყისიერ საჯარო მხარდაჭერას ჰპოვებს პრორუსული ფაშისტური ჯგუფების მხრიდან, იქნება ეს ალტ-ინფომაგვარი წარმონაქმნები, საპატრიარქოს მაღალი თუ დაბალი იერარქები თუ რუსეთის რომელიმე ცალკეული გავლენის აგენტი - ვინ ეკითხება დასავლეთს ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ, თავიანთ პიდარასტებს მიხედონ მაგათ, მაგ ქვეყნების ასაკის მუხა გვიდგას ჯემალას ეზოში, მაგათზე უკეთ ვიცით როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყანა
ეს არ ხდებოდა 2021 წლამდე. შარშან დაიწყო. მანამდე ოცნება რიტორიკის დონეზე მაინც ანგარიშს უწევდა დასავლეთის აზრს. 2020-მა გადატეხა სიტუაცია, როდესაც პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების ფონზე ივანიშვილი/ოცნება დარწმუნდა რომ ‘ეს ხალხი ყველაფერს აიტანს’
კლასიკაა უკვე
რომ გავამარტივოთ:
1. ივანიშვილი/ოცნება არ თმობს ძალაუფლებას, პირიქით, და ამას სწირავს ჩვენი შვილების მომავალს
2. დასავლეთი ეუბნება რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა
3. ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს გამოექანეთ რაშმორიდანო
ეს ყველაფერი ცხადია მოსწონს რუსეთს, რადგან დასავლეთთან გაუცხოება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს:
1. არანაირი ნატო და რუსეთისგან უსაფრთხოება საქართველოში
2. არანაირი ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოსთვის
3. არანაირი ლიბერალური დემოკრატიის წარმატებული მაგალითი რუსეთის სამხრეთ საზღვართან
4. რუსეთის მხრიდან მორიგი დემონსტრირება მსოფლიოსთვის რომ ეს რეგიონი არის მისი ბოსტანი
5. გრძელვადიანად სრულად რუსეთის კეთილ ნებაზე ჩამოკიდებული საქართველო (და ჩვენი შვილების მომავალი თუ მანამდე არ გაიქცნენ აქედან) და, შესაბამისად კავკასიაც
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებისთვის, რომლებიც ამას ვერ ხედავენ (ვინც ხედავს და ეს უნდა, მათთის ახსნას აზრი არ აქვს), მაინც ავხსნი რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე:
1. არ იარსებებს არანაირი არაღიარების პოლიტიკა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი წავა თითქმის დომინოს პრინციპით
2. ამ ქვეყანაში არ შემოვა ფული, რომელიც არ გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს, არადა გვჭირდება განვითარებისთვის, და დავრჩებით ისეთივე განუვითარებელ უტვინო სირებად, როგორებიც ახლა ვართ (პირველ რიგში პუტინის თვალში)
3. გრძელვადიანად - ვერ გადავრჩებით. გავქრებით. ვინც გაასწრებს, გაასწრებს.
ეგაა სულ
თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ რუსთაველი ლამაზად გაანათეს, გიჟდება ხალხი", წერს სოციალურ ქსელში ჯაფარიძე.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















