არავაქცინირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს
საქართველო, თბილისი - 13:18 | 06.01.2022 ნანახია: 1083
ავსტრალიის ხელისუფლებამ 6 იანვარს, ქვეყანაში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა. ავსტრალიაში ჩასული ჩოგბურთელი რვა საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში, გაირკვა, რომ ჯოკოვიჩმა სამედიცინო გამონაკლისი უსაფუძვლოდ მიიღო და ახლა ავსტრალიიდან დეპორტირებას უპირებენ. ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრ გრეგ ჰანტის განცხადებით, სპორტსმენი კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციებს არ აკმაყოფილებს.
ჩოგბურთელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზციაზე უარს ამბობს, ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს და შესაბამისად თავისი ტიტულის დაცას ვერ შელებს. Reuters-ის ინფორმაციით, ჯოკოვიჩი ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
„წესი წესია, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენ საზღვრებზე“, - დაწერა მიკრობლოგ Twitter-ზე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა. მისი თქმით, სწორედ შეზღუდვების მკაცრმა პოლიტიკამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასტრალიაში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დაბალია.
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ჯოკოვიჩს სოლიდარობა გამოუცხადა. „საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სერბეთი ნოვაკისთვის, სიმართლისა და სამართლაინობისათვის იბრძოლებს“, - დაწერა ვუჩიჩმა Instagram-ზე.
ავსტრალიაში ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში 17-30 იანვარს გაიმართება. მისმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას მხოლოდ შეძლებენ სრულად ვაქცინირებლი, ბოლო 6 თვეში კოვიდგატანილი სპორტსმენები ან ის პირები, რომლებიც წარადგენენ სამედიცინო ცნობას, რომ აცრის გაკეთება უკუჩვენებების გამო არ შეუძლიათ. ჯოკოვიჩი ამბობდა, რომ სწორედ ამ კატეგორიას განეკუთნებოდა, თუმცა ვერ შეძლო დამტკიცება, თუ რატომ არ იყო ვაქცინირებული.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















