თუ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 13:51 | 06.01.2022
ნანახია: 433

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას ხვალიდან არ დაიწყებს. მისი თქმით, ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას იანვრის თვეში ელოდება.

ადვოკატმა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა.

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ შემდეგი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე