სააკაშვილი 24 საათი მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე - კობა ნაყოფია

საქართველო, თბილისი - 20:11 | 06.01.2022
ნანახია: 607

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს და 24 საათი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

"არაჩვეულებრივ ფორმაშია, ანალიზის უნარი აქვს კარგი. ის მუშაობს პრაქტიკულად 24 საათი. მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა იძახის, რომ დროც არ მაქვსო, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს. ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელსაც ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას. თუმცა, მან თქვა, რომ თუ მასთან არ იქნებიან დაშვებული ექიმები, იძულებული გახდება, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა", - თქვა კობა ნაყოფიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე