შეშფოთებული ვარ ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 20:19 | 08.01.2022
ნანახია: 485

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და იმედია, სიტუაციის სწრაფი დეესკალაცია მოხდება. მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება", - აცხადებს პრეზიდენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე