ის, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ხდება, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 14:27 | 11.01.2022
ნანახია: 407

ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ "სასამართლო პროცესზე" ხდება, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა! - წერს სოციალურ ქსელში  "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე - ზეწოლით, დაჭერის შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია!

"მათ სწამთ თავის საქმის და თავის პოლიტიკური ხედვის.

ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში, იმიტომ, რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც გვჯერა - რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია!

ახლაც ასე მჯერა - „ლელო“ აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!

პირადად მამუკას და ბადრის კი ჩემი მეგობრული თანადგომა!

ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა - მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!“ – წერს მელია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე