ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:37 | 12.01.2022
ნანახია: 377

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს დაესწრება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

"მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო "სასამართლომ", გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო" - ასეა ზუსტად ამ "მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე.

ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" დღის პირველზე და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე