„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ - ჩერნოვეცკი პრემიერ-მინისტრს მიმართავს
საქართველო, თბილისი - 14:50 | 15.02.2016 ნანახია: 2213
პოლიტიკური მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს, სადაც საკრედიტო დავალიანებების გამო მოსახლეობის გამოსახლების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ჩერნოვეცკი აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის პრემიერს საკუთარ გამოცდილებას და მოსაზრებას სთავაზობს. წერილს ,,პრაიმნიუსჯორჯია“ უცვლელად გთავაზობთ:
,,ღია წერილი ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!
ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო!
პოლიტიკური მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” რეგისტრაციის შემდგომ, მე, როგორც პარტიის ლიდერი, ამიერიდან საჯაროდ მოგმართავთ ქართულ საზოგადოებაში დაგროვილ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც შეგიძლიათ თქვენ, როგორც ძალაუფლების მქონე პირს ერთპიროვნულად, ან კანონმდებლობის დონეზე.
პირველი საკითხი, რომლის წამოწევაც მინდა, არის საქართველოს მოსახლეობის უსინდისო გამოსახლება მათი საცოვრებლებიდან გადაუხდელი კრედიტების გამო! უკვე ათასობით ადამიანმა მომმართა სოციალური ქსელის მეშვეობით, რომლებმაც შეავსეს უსახლკარო მოსახლეობის ისედაც უზარმაზარი ”ჯარი”! მათ ყოველდღიურად ყრიან ქუჩაში ბავშვებთან და მოხუც მშობლებთან ერთად. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
ცივილიზებულ ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირად წყდება: ბანკებს ეკრძალებათ კრედიტების გაცემა ერთადერთი საცხოვრებლის უზრუნველყოფით და ეკრძალებათ მოქალაქეების ქუჩაში გაყრა.
მე გახლდით ბანკირი და უმსხვილესი ბანკის მესაკუთრე უკრაინაში. ეს ბანკი ათობით და ასობით კრედიტს უძრავი ქონების უზრუნველყოფით გასცემდა, მაგრამ მე არც ერთხელ არ დამიშვია კრედიტორის ქუჩაში გაგდება. ბანკში მოქმედებდა მკაცრი აკრძალვა ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუხედავად ამისა, ბანკმა შესანიშნავი ფინანსური შედეგები აჩვენა, რამაც საშუალება მომცა, 2008 წელს ის ევროპაში უმსხვილესი საფინანსო ჯგუფისთვის ”ინტეზა-სანპაულოსთვის” 750 000 000 ამერიკულ დოლარად მიმეყიდა!
ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გაყრის აკრძალვა ვერ დაანგრევს საქართველოს საბანკო სისტემას, მაგრამ ქვეყანაში უმთავრეს სოციალურ პრობლემას გადაჭრის! ამას არ ვამბობ, როგორც წარსულში ბანკირი, არამედ ამას გეუბნებით, როგორც უკრაინაში უმსხვილესი საბანკო კავშირის პრეზიდენტი!
ყურადღებით ვაკვირდები თქვენს პირველ ნაბიჯებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ბატონო გიორგი და ვხედავ თქვენს გულწრფელ სწრაფვას, უკეთესობისკენ შეცვალოთ სიტუაცია საქართველოში. ამიტომ იმედი მაქვს, მივიღებ დადებით პასუხს ჩემს ინიციატივაზე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!“, - ნათქვამია წერილში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















