კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება და წარმატება, ყველაფერი გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 12:19 | 02.02.2022 ნანახია: 620
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი საცხოვრებლით უზრუნველყოფს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, თუმცა, სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების ფაქტებს ყოველთვის წინ აღუდგება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ სამწუხარო ფაქტს, რაც დედაქალაქში ხდება. მხედველობაში მაქვს სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობების განხორციელება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა გააჩნია, აქვს უსახლკაროს სტატუსი (დღეის მდგომარეობით, 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს დედაქალაქში), მივეცი პირობა, რომ უზრუნველყოფილი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით და ეს პრობლემა მათთვის მოგვარებული იქნება. წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრი ვისაუბრე ამ საკითხზე და გაცემულია დაპირება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება, ყველა იქნება უზურუნველყოფილი საცხოვრისით. დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა და მიმდინარე თვეს 15-16 ოჯახი იქნება საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც გაჭირვებასა და უსახკარობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ცდილობენ, სახელმწიფო მიწები უკანონოდ მიიტაცონ.
„ერთ-ერთი ასეთი მაგალითი გვქონდა ბოლო დემონტაჟის განხორციელების დროს, როდესაც მიტაცებული იყო სახელმწიფი მიწები. ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა თავის გაჭირვებაზე, მაშინ, როდესაც ამ ადამიანს 2015 წელს მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვს 356 000-ლარიანი დახმარება. ამ ადამიანს ასევე, აქვს სამი საცხოვრებელი ბინა ვაკის რაიონში. არავინ იფიქროთ, რომ ვინმეს რამეს ვუთვლი, ღმერთმა ყველას მისცეს შესაძლებლობა, მაგრამ თაღლითობის საშუალებას არავის მივცემთ. უკანონობას ყოველთვის წინ აღვუდგებით. კანონი ყველასთვის ერთია. ისეთ ადამიანებს, რომლეთაც უჭირთ და მხარდაჭერა სჭირდებათ, ყოველთვის მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით. ძალიან კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება, რა არის წარმატება, ყველაფერი გამოვლილი და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო, ყოველთვის გაუწვდის ხელს, ვიდრე მათ ნორმალური სოციალური პირობები და ცხოვრების საშუალება არ მიეცემა. სამწუხაროდ, დღესაც რჩება ბევრი მოქალაქე, ოჯახი ვისაც თანადგომა სჭირდება და ჩვენ ვართ ის ადამაინები, რომლებიც ყოველთვის დავეხმარებით მათ, თუმცა, თაღლითობის საშუალებას არავის მივცემთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მათ: არ მოგატყუოთ ვინმემ, მეგობრებო. ის თანხები, რასაც ამ მშენებლობებებზე ხარჯავთ, ჯობს, შეინახოთ და ისევ თქვენი შვილებისა და მომავლისთვის გამოიყენოთ. თქვენ ძალიან მალე გადმოგეცემათ საცხოვრებელი ფართები და შეძლებთ ნორმალური პირობებში ცხოვრებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს მეორე პროგრამა, რომლის ფარგლებში, უსახლკარო ადამიანების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფამდე, ადგილობრივი გამგეობები მათთვის ბინას ქირაობენ.
„აღნიშნულ პროგრამაზე მილიონობით ლარი იხარჯება, რათა ეს ადამიანები საცხოვრებლით იყვნენ უზრუნველყოფილნი. ასევე, გვყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ქირით გავიყვანოთ და საცხოვრებელი ფართების მიღებას ელოდებიან. რა თქმა უნდა, მათაც დავაკმაყოფილებთ, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















