საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერძენ ბიზნესმენებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 17:01 | 15.02.2016 ნანახია: 1847
2016 წლის 15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა ბერძნული გემთმფლობელი და სატრანსპორტო კომპანიების - „LPL Shipping S.A." და „Alcon Holding Inc." თანამფლობელებთან ჯორჯ კარასთან და პანაგოს ლემოსთან. შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.
ბერძენი ბიზნესმენები საქართველოს ა.წ. 15-22 თებერვალს სტუმრობენ. ისინი გეგმავენ ბერძნულ-ქართული სანაოსნო-სატრასპორტო კომპანიის დაარსებას, შესაბამისი ოფისის გახსნას და ქართულ ბაზარზე აქტიურად შემოსვლას.
მინისტრის მოადგილემ ბერძენ ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების. არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. დ. ჯალაღანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის „LPL Shipping S.A." ქართულ ბაზარზე შემოსვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს ქართულ-ბერძნული სამეწარმეო-საინვესტიციო ურთიერთობების თვისობრივ გააქტიურებას.
ჯორჯ კარასი და პანაგოს ლემოსი შეხვედრებს ასევე გამართავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სს „საქართველოს რკინიგზაში", საქართველოს საპარტნიორო ფონდში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოში, ქ. ბათუმის მერიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე, ქართული პორტების მმართველ კომპანიებთან და სატრანსპორტო სააგენტოებთან.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















