საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 16:23 | 07.02.2022
ნანახია: 304

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება.

გადაწყვეტილების მიღებას პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.

კომიტეტის სხდომაზე ასევე იმსჯელეს შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეწყვეტის თაობაზე. კომიტეტმა ორივე შემთხვევაში მხარი დაუჭირა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე