გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 09.02.2022
ნანახია: 402

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ლევან დავითაშვილი კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, ოთარ შამუგიას სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დეტალურად იცის, რა სჭირდება ამ დარგს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე