ორბელიანების სასახლეში ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 20:43 | 10.02.2022 ნანახია: 548
ორბელიანების სასახლეში დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს პროცესში ჩართვისა და დისკუსიაში მონაწილეობის მზაობისათვის და სიტყვით მიმართა:
"ყველას ყველასთან დაჯდომა და ერთმანეთის მოსმენა შეუძლია
მადლობელი ვარ, იმისთვის რომ მოხვედით სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და სხვადასხვა პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანები. ეს არის ის ნიშანი, რომ ყველას ყველასთან შეუძლია დაჯდომა, ყველას ყველას მოსმენა შეუძლია და თუ ეს ვერ შევძელით და ვერ გავიტანეთ გარეთ საზოგადოებაში, ჩვენ არც საზოგადოება ვიქნებით და არც ქვეყანა არ გვექნება!
რატომ ახლა ეს პროცესი?
• პრაქტიკულად ეს ქვეყანა ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილია
• საჭიროა, დავფიქრდეთ რატომ ხდება ის რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ.
30 წელი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პრაქტიკულად ეს ქვეყანა ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილია. სად ვართ, საით მივდივართ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, რას ვუტოვებთ და ვუმზადებთ მომავალ თაობას? საჭიროა, დავფიქრდეთ რატომ ხდება ის რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ.
რა არის ეს პროცესი?
• საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს
• საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და აიღოს თავის ხელში ეს პროცესი. დღევანდელ დღეს მას არ გააჩნია სივრცე, სადაც შეუძლია ისაუბროს
ეს არ არის პროცესი, რომელიც იწყება და მთავრდება საუბრით. ამ პროცესს აქვს კათარზისის როლი, რომ სიმართლე ვთქვათ და ჩვენვე ჩავიხედოთ ჩვენს შეცდომებსა, თუ დანაშაულებში და ვაღიაროთ ზოგიერთი მათგანი. საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს. საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და აიღოს თავის ხელში ეს პროცესი. დღევანდელ დღეს მას არ გააჩნია სივრცე, სადაც შეუძლია ისაუბროს, მედიაში აღარ მიმდინარეობს ნამდვილი დებატი.
• საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია
• საზოგადოებამთუ რეალურად იცის რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა.ამას შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ ვიგრძნობთ
საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია, თუ არა თქვენი გაძლიერება და თქვენთან ერთად იმ დაკვეთის შექმნა, რომელიც შემდეგ გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებს. საზოგადოებამ თუ რეალურად იცის რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა. ამას შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ ვიგრძნობთ.
• მე გთავაზობთ ახალ სივრცეს
• აქ არ არის არანაირი მონოპოლია
• თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში
მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში. იმისთვის, რომ პროცესი იყოს შთამბეჭდავი და გაშლილი, საჭიროა იყოს ძალიან თავისუფალი. ანუ ვისაც ექნება მოსაზრება და ინიციატივა, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტი, რომელიმე სოფელი, თუ რომელიმე ჯგუფი შეუძლიათ თავისუფლად იმსჯელონ ამ საკითხებზე. აქ არ არის არანაირი მონოპოლია.
• იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს
• ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება
მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ყველა ჯგუფის ორგანიზატორი, ინიციატორი თუ მმართველი. იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება. ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა ინტერნეტპლატფორმების საშუალებითაც შეეძლებათ.
• არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია
იქნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს მაგალითად, ვინც იყვნენ სხვადასხვა პერიოდში დაზარალებულები, რა არის მათი ხედვა? სახელმწიფოსგან რას ელოდებიან? და ვნახოთ, სახელმწიფოს რა და რა დოზით შეუძლია უპასუხოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია.
• ამ პროცესში დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია
• დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალი მათიცაა
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში დიასპორის როლი, რადგან მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ჩვენი ქვეყნის გარეთაა. როცა იქიდან უყურებ ამ ქვეყნის მდგომარეობას, ალბათ, სხვანაირად გესახება და ამიტომ აუცილებელია, ისინიც ჩავრთოთ, რათა იგრძნონ, რომ ამ ქვეყნის დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალი მათიცაა. არ შეიძლება მათთან ეს ურთიერთობა გაწყდეს და ამაშიც თქვენი დიდი დახმარებაა საჭირო.
• ეს უნდა იყოს ცოცხალი, ინკლუზიური და თავისუფალი პროცესი
• აქ არ უნდა იყოს რამე ტაბუდადებული თემა
ეს უნდა იყოს ცოცხალი და ინკლუზიური პროცესი, საიდანაც არავინ არაა გარიყული. ეს უნდა იყოს თავისუფალი პროცესი, სადაც ყველამ სიძულვილის, ლანძღვისა და დაპირისპირების გარეშე უნდა შეძლოს ნებისმიერი თემის წამოწევა. აქ არ უნდა იყოს რამე ტაბუდადებული თემა.
• ეს არ არის უშუალოდ პოლიტიკური თემა, თუმცა ამას არ შეიძლება არ ჰქონდეს თავისი პოლიტიკური გაგრძელება
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის უშუალოდ პოლიტიკური თემა, თუმცა ამას არ შეიძლება არ ჰქონდეს თავისი პოლიტიკური გაგრძელება.
რა არის ამ პროცესის ამოცანა
• უნდა ჩავიხედოთ წარსულში, ამოვიღოთ ის პრინციპები, მოვლენები და ფაქტები, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ და მოვნახოთ შეთანხმების კუნძულები
• როგორც საზოგადოება რაზე ვამბობთ უარს და ვაცხადებთ, რომ ხვალინდელ საქართველოში აღარ უნდა მოხდეს. იმ საქართველოში, რომელიც გვინდა, რომ დავუტოვოთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს.
ჩვენ ჩვენს ოცდაათწლიან გამოცდილებაში უნდა ვეძებოთ რა მოგვივიდა, რა არის ის რაზეც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს. რა არის ის, რაც მოხდა - რაც დემოკრატიის მანკიერი ფორმა, ან პირიქით, ტოტალიტარიზმის სისტემური მემკვიდრეობაა.
რა არის ის, რაზეც გვინდა, რომ უარი ვთქვათ. როგორც საზოგადოება, რაზე ვამბობთ და ვაცხადებთ, რომ ხვალინდელ საქართველოში აღარ უნდა მოხდეს. იმ საქართველოში, რომელიც გვინდა, რომ დავუტოვოთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს. უნდა ჩავიხედოთ წარსულში და ამოვიღოთ ის პრინციპები, მოვლენები და ფაქტები, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ და მოვნახოთ შეთანხმების კუნძულები.
• საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია და რის გამოც ქვეყანა ვერ მიდის წინ
• ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა
საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია და რის გამოც ქვეყანა ვერ მიდის წინ. შეგვიძლია დავინახოთ და შევთანხმდეთ, რა არის წარსულიდან ის მანკიერი ფორმები, რომელიც შესაძლოა ოცდაათი წლის წინ დაიწყო, მაგრამ შეიძლება დღესაც გრძელდება. ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა.
რატომ ქალები?
• საქართვლოს აქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ
• ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა
• ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე
• ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება
ჩვენ გვაქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ვწუხვარ, რომ დღეს მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. ეს არასწორია იმ ქვეყანაში, სადაც ყველა დარგში ქალები ძლიერად არიან წარმოდგენილნი.მათი ადგილი პოლიტიკაში კი, არ ასახავს მათ როლს საზოგადოებაში. იმედია, ეს დისბალანსი ახლო მომავალში გამოსწორდება.
ბოლო პერიოდში, ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა, მათ იციან როგორ განიცდიან შვილები, როცა დედას საჯაროდ ლანძღავენ და ეს ამ ქვეყნისა და მისი კულტურისთვის სრულიად მიუღებელია!
ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე, სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, გაუძლებს თუ ვერა ეს ქვეყანა ყველა ამ გამოწვევებს. ამიტომ მათი იმედი მაქვს!
დაბოლოს, ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება.
პრეზიდენტის როლი და პროცესის შედეგები
• როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება
• საზოგადოების მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა
• ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად
მე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება: რა არის ის პუნქტები, რომელზეც ვთანხმდებით როგორც პრინციპებზე - რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას. მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა.
ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია".
პოლიტიკა
- დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის
- გარე ჩარევის მიუხედავად, რუმინელი ხალხის ხმა ნათელი და მტკიცე იყო, ვულოცავ რუმინეთს და ნიკუშორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს - სალომე ზურაბიშვილი
- პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მას საკმარისი დამოუკიდებლობა აქვს, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული - გია ვოლსკი
- აუცილებელი იყო "მეგობარი აქტზე" კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე - გია ვოლსკი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
- უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია
- „ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
- როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
სამართალი
- პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
მსოფლიო
- მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, როგორ გავიდეს ომიდან - ჯეი დი ვენსი
- სტამბოლში შეხვედრაზე რუსები პროვოკაციულად და უხეშად იქცეოდნენ, ისევე როგორც 2022 წელს გამართული მოლაპარაკებების დროს, იმეორებდნენ მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც შეუძლებელია - მიხაილო პოდოლიაკი
- ფინეთი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, უკრაინას საბრძოლო მასალას გადასცემს
- ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანიმ გაიმარჯვა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
- Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს