ეს ცარიელი ქაღალდია - ბენ ჰოჯესი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე

საქართველო, თბილისი - 15:24 | 13.02.2022
ნანახია: 545

ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა, - საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ ევროპის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე. საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის.

ვფიქრობ, საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს. კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს... სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მეზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს” - აცხადებს გენერალი ჰოჯესი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 1-ელ თებერვალს მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე