უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:28 | 13.02.2022
ნანახია: 434

ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას.

"უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ნაბიჯი", - განაცხადა კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე