"ომიკრონის" შემთხვევაში, უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ემართება "ომიკრონი" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:44 | 14.02.2022 ნანახია: 526
„დელტა“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, უმეტესი შემთხვევაა, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ემართება „ომიკრონი“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეიცვალა მიდგომა, რადგან აზრი დაკარგა მწვანე ბარათის გამოყენებამ და ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულების გაუქმება.
„ ჩვენ რა თქმა უნდა, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა. რატომ, ძალიან მარტივია. აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ, რადგან იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება, მოგეხსენებათ, რომ „დელტა“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, უმეტესი შემთხვევაა, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ემართება „ომიკრონი“. მე ვარ მაგალითი. მქონდა სხვა შტამი გასულ წელს. ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით და მაინც დამემართა „ომიკრონი“, თუმცა გეტყვით, რომ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, ამ მწვანე ბარათის გამოყენებამ. ამიტომ, ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება.
მეორე მხრივ, გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა. დაზღვევის და პრევენციის მიზნით. განსაკუთრებით ვინც ასაკშია და ვისაც აქვს თანმდევი დაავადებები, რომ არ გაურთულდეთ ეს ვირუსი. სხვა დანარჩენი არის სრული კონტროლის ქვეშ. ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ, ყველამ გახსნეს და არავინ აღარ ფიქრობს შეზღუდვებზე. პირიქით, ერთ მხრივ, რა თქმა უნდა, ვმართოთ და კონტროლი გვქონდეს მაქსიმალური და მეორე მხრივ, უნდა შევუწყოთ ხელი ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და აღდგენას. ძალიან კარგი შედეგი გვქონდა შარშან. ეკონომიკური ზრდა გვქონდა 10,6 პროცენტი, წელს კიდევ გვინდა, ძლიერი შედეგი გვქონდეს. ამას სჭირდება ძალიან მშვიდად შეგუება და თანაცხოვრება ამ პანდემიასთან. ვაქცინაცია უნდა დავაჩქაროთ, წავახალისოთ კიდევ ერთხელ ეს კამპანია. 50 წელს ზემოთ პირებს ვუხდით 200 ლარს აცრებში, ბუსტერდოზის შემთხვევაში კი, დამატებით 100 ლარს ვუხდით. ვფიქრობ, ეს კამპანიაც უნდა გაფართოვდეს და ამის თაობაზე ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს. რეგიონებში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინებიც და განსაკუთრებით ამ ჯგუფებზე უნდა მოხდეს მეტი ყურადღების გადატანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















