პარლამენტმა ჯაფარიძეს, ხოშტარიასა და ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

საქართველო, თბილისი - 18:23 | 15.02.2022
ნანახია: 406

საქართველოს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ბადრი ჯაფარიძე – 77 მომხრე, 38 წინაღმდეგი

ელენე ხოშტარია – 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი

შალვა ნათელაშვილი – 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირეს კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა, ხოლო ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე